პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
„
წელს რამდენიმე ვიზიტი იქნება ტალინში. სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს ეს ურთიერთობები და რაც შეიძლება უფრო მეტად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს სახელმწიფო გვაძლევს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გაფართოებული შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან ინტენსიური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხში.