სამართალი
„ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მიაყენა ბანკს ისეთი ზარალი, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ! – „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტების - გოცირიძისა და ქადაგიძის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ

Intelekt-samart-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადოკატები“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის 2015 წლის 2 ივნისის სატელევიზიო განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც შეფასებები გაკეთდა 2006 წელს გაუქმებული „ინტელექტბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.

ერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მიაყენა ბანკს ისეთი ზარალი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. ჩვენ გამოვიარეთ, მათ შორის „მხედრიონის“ პერიოდიც, მაგრამ ასე ყაჩაღურად თავს არავინ დაგვსხმია. ჩანს, გიორგი ქადაგიძეს „დაუფასეს“ „ინტელექტბანკის“ მიმართ ჩადენილი დანაშაული. ბანკის მიმართ სპეცოერაციის შემდგომ, მთავარ პროკურატურაში დანიშნეს, შემდეგ კი სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ჩააბარეს“, - განაცხადა ბანკის ყოფილმა აქციონერმა ვლადიმერ ჭანიშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკი გადარჩენილიყო, დიდი ტყუილია. პირიქით, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია პირდაპირ შეიჭრა სს „ინეტელექტბანკში“, განახორციელა ბანკისთვის საზიანო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და სს „ინეტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიყიდა ს.ს. „საქართველოს ბანკს“. ამიტომაც, ორგანიზაცია საქმეზე სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს, მათ შორის სებ-ის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების, რომან გოცირიძისა და გიორგი ქადაგიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხსაც.