სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა და ხუთი პირი ამხილა

samart-1საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი ზორბეგ . და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი რომან . დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები ემზარ . და ვახტანგ , სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი ნინა , სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - მეთინ . და თამერ .

დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.