აქტუალური
წითელი ხიდის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მცირე მეწარმეებს პრობლემები შეექმნათ.
მეწარმეების განცხადებით, ღამით პრობლემები საფელდეგარო სამსახურის მანქანების გამო შეიქმნა. აღნიშნული მანქანებით საქონლის ტერმინალებში გადატანა ხდება.
მეწარმეთა ნაწილს 11 საათის განმავლობაში რიგში დგომა მოუწია. საფელდეგარო სამსახურის ავტომობილები საბაჟოზე მხოლოდ დილით მივიდნენ.
საქინფორმს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, რომ საფელდეგარო სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ სამსახურის 3-4 ავტომობილი საბაჟოზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. გუშინ ღამით მომხადრი შეფერხება კი, შესაძლოა, უკავშირდება იმას, რომ ყველა მანქანა საქონლით უკვე დატვირთული იყო.