სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შიდა ქართლის 12 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

samart-3საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის 12 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ.

სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის უფროსმა ზვიად ნიჟარაძემ უმასპინძლა.

მოზარდებმა კინოლოგიის სამსახური დაათვალიერეს, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. ღონისძიების მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.