სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გახსნეს
arCil-samart-1საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნული კურსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო ახორციელებს. კურსები მიზნად ისახავს ცენტრალურ და რეგიონულ სამართალდამცავ სტრუქტურებში პოლიციელ ქალთა ჩართულობისა და კარიერულ ზრდის ხელშეწყობას. 2015 წლის მარტში საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით თბილისში ჩატარდა პოლიციელ ქალთა მეოთხე, ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც 9 ქვეყნის 150 პოლიციელი ქალი დაესწრო.