საზოგადოება
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„მსგავსი თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითები იმედს იძლევა, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის საკრებულომ მერიას გზების რეაბილიტაციისათვის 18-მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ თანხმობა მისცა.
„დედაქალაქის მერიამ სესხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა, რაზეც წერილობითი თანხმობა მიიღო", - განაცხადა საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ.