წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია! გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას მინისტრი პირადად დაესწრო
საქართველო, 19 ივნისი,
საქინფორმი. წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია. გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო.
ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მე-5 მონაკვეთის აღსადგენად (რომელიც უშუალოდ სოფელშია) და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, დღის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთიც აღდგება
(ვიდეო იხ. აქ). წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთი 13-14 ივნისს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც მოეწყო საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება.