საზოგადოება
თიანეპტინის შემცველი პრეპარატები აიკრძალება

coaksilთიანეპტინის შემცველი პრეპარატები ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში შევა. ცვლილება კანონში შედის, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

თიანეპტინს დიდი დოზით შეიცავს "სტაბლონი" და "კოაქსილი", რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, უკვე სააფთიაქო ქსელიდან ამოიღო, მაგრამ შავ ბაზარზე მაინც შემოდიოდა.

კანონის ამოქმედების შემდეგ კი, თიანეპტინის შემცველი წამლების მფლობელობა და ბრუნვაში მიმოქცევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

ქვეყანაში ნარკომანების 70 პროცენტი კოაქსილომანია. ანტიდეპრესანტს კუსტარული ნარკოტიკის დასამზადებლად იყენებენ, რასაც ურთულესი შედეგები აქვს. მისი ინტენსიური მოხმარება კი სისხლძარღვების დაავადებას, განგრენას, სიბრმავესა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.