სამართალი
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დილრაბო ა. ტრეფიკინგის ბრალდებით ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავეს.
დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა უკადდამ ტ. და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში. დილრაბო ა. უკადდამ ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით ათი ათას დოლარამდე თანხას მოიცავდა.
სამართალდამცველებმა დილრაბო ა-ს ბრალეულობა გამოავლინეს, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს და დააკავეს.