რუსი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის ეგორ გაიდარის ქალიშვილმა მარია გაიდარმა, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა, დაადასტურა, რომ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას აპირებს
საქართველო, 20 ივლისი,
საქინფორმი. 17 ივლისს ოდესის ოლქის გუბერნატორმა
სააკაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა
მარია გაიდარი, რომელსაც უწინ კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლის პოსტი ეკავა სოციალურ საკითხებში. „უკრაინის საკითხსა და დონბასში ომთან დაკავშირებით რფ-ის პოლიტიკას არ ვეთანხმები და ეს, სხვა დანარჩენთან ერთად, იქცა იმის მიზეზად, რომ სამუშაოდ აქ მოვედი და უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ“, - დაწერა გაიდარმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრე დანილიუკი დარწმუნებულია, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია გაიდარის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილედ - ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ცუდად გააზრებული ნაბიჯია, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს. „მარია გაიდარის დანიშვნა სააკაშვილის პირველი სერიოზული შეცდომაა“, - დაწერა დანილიუკმა თავის ფეისბუქ-გვერდზე.