საზოგადოება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის

magistrცვლილების მიხედვით, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, სახელმწიფო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლების საფასურის 10%-ს დაუფინანსებს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვები იქნება იმ პირებისთვის, რომლებმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში შესაბამისი ზღვარი გადალახეს, თუმცა სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებით ასეთი მაგისტრანტები ვერ ისარგებლებენ.