სამართალი
საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რეჯეპ ადნან სირინი დააკავეს, რომელიც ჰააგას ინტერპოლის მიერ 20.05.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნება.
რეჯეპ ადნან სირინი დამნაშავედ არის ცნობილი ნიდერლანდების სამეფოს ოპიუმის შესახებ კანონის მე-2 და მე-10 მუხლებითა და იარაღის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.