პუბლიკაციები
საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თბილისი საწარმო „ავიამშენებელში“ Су-ს მოდიფიკაციის საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავის აგებას იწყებს - მთლიანად რუსული შემადგენელი დეტალების გარეშე, - განაცხადა ქარხნის ხელმძღვანელმა ნოდარ ბერიძემ.
Су-31 - უწინ აღნიშნულ საწარმოს დიმიტროვის სახელობის 31-ე ავიაქარხანა ერქვა. ის სსრკ-ს დროს შეიქმნა და უშვებდა როგორც სამხედრო თვითმფრინავებს, ასევე, სხვა სამხედრო ტექნიკასაც.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ აქ ისრაელის დახმარებით მოდერნიზებულ Су-ს აწყობდნენ, თუმცა დეტალებს მაინც რუსეთიდან იღებდნენ, რაც შეუძლებელი შეიქნა 2008 წლის ომის შემდეგ.