სამართალი
ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში ინდოეთის მოქალაქე დააკავეს

money_with_diamondsუკანონო ფულისა და არადეკლარირებული ძვირფასი ქვების შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში ამ დილით ინდოეთის მოქალაქე ჰემანდ ბორანა დააკავეს. საუბარია სულ 78 ათას დოლარზე. ჰერმანდ ბორანამ საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციული დანაშაული ჩაიდინა. ცნობილია, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ ინდოეთის მოქალაქეს 78 000 ლარი ჩამოერთვა და ის სრულად გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება ძვირფასი ლითონების შემოტანას, ამ შემთხვევაშიც ინდოეთის მოქალაქემ ადმინისტრაციული დანაშაული ჩაიდინა და, რადგანაც ძვირფასი ქვების ღირებულება 15 000 ლარს არ აღემატება, აღნიშნული შემთხვევაც კონფისკაციას დაექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის მოქალაქე სტამბული-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დილით ჩამოვიდა დ ქართველმა სამართალდამცავებმა ბრილიანტები და ფული პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს.