პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია - ქართველი სამხედროები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად კონტროლირებად რეგიონში, ჰელმანდის პროვინციაში, მსახურობენ.
აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად იზრდება დანაკარგებიც. 30 სექტემბერს საქართველოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დანაკარგმა მარტო სექტემბრის თვეში ხუთ კაცს მიაღწია, ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს სამხედრო კონტინგენტის ან შემცირებას, ან ვადაზე ადრე გამოყვანას ჰელმანდის პროვინციიდან.