უცხოეთი
ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის სახელმწიფო აპარატი დემორალიზებულია, რის გამოც, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს!
1-miSa-zar-1საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორის აზრით, „მიმდინარეობს პოლიტიკური კლასის ზოგადი დელიგიმიტიზაცია, საკმარისია ინახოს ბოლო გამოკითხვების მონაცემები, რომელთა თანახმადაც, მთელი პოლიტიკური კლასი ქვევით მიექანება“, - განაცხადა მან უკრაინული ტელეარხი ICTV-ის ეთერში. ამავდროულად, სააკაშვილის თქმით, მოვლენებმა მუკაჩოვოში, რომელთა მიმდინარეობისასაც რფ-ში აკრძალული უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლებმა სროლა ატეხეს და ყუმბარები ისროლეს უმაღლეს რადასთან გამართული მიტინგისას, უჩვენა, რომ ძალოვანი უწყებები ასევე ვერ უმკლავდებიან თავის ფუნქციებს.