უცხოეთი
დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია მოლდოველი მესაზღვრეებისა და ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მოქმედებებით, რომლებმაც კიშინიოვის აეროპორტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრები დაკითხეს და გაჩხრიკეს

1-dnestr-zar-3-anსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნიათი სათავეში და სამხრეთ ოსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზბულატ ცხოვრებოვით სათავეში, მონაწილეობდნენ დნესტრისპირეთის მოლდოვას რესპუბლიკის წარმოშობიდან 25-ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში. 3 სექტემბერს უკანა გზაზე, კიშინიოვის აეროპორტში დელეგაციის წევრები დაკითხეს და გაჩხრიკეს. ამას გარდა, მათ აეკრძალათ მოლდოვაში ჩასვლა 10 წლის განმავლობაში.

დნესტრისპირეთის მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს უხეშ, დაუფარავ და პროვოკაციულ გამოხდომად, რომელიც მოლაპარაკებებში მოლდოვას რესპუბლიკის უპასუხისმგებლობის, არაგონივრულობისა და დაკომპლექსებულობის პოზიციის დემონსტრირებას ახდენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.