საზოგადოება
თბილისში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა იმატა

leishmanioziპარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ლეიშმანიოზით დაავადებული მცირეწლოვანი დღესაც მოათავსეს. როგორც საქინფორმს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ექიმმა მანანა მახარაძემ განუცხადა, ამჟამად კლინიკაში ლეიშმანიოზით დაავადებული უკვე 8 პაციენტი მკურნალობს. ლეიშმანიოზი ადამიანზე მაწანწალა ძაღლების კბენის შედეგად მწერებს გადააქვთ. დაავადება ადამიანის ორგანიზმში ზაფხულში ჩნდება და შემდეგ რამდენიმეთვიან საინკუბაციო პერიოდს გადის, მისი დასრულების შემდეგ კი დაავადების სიმპტომები იჩენს თავს. ლეიშმანიოზის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, რომელიც მედიკამენტების ზეგავლენას არ ექვემდებარება, სახსრების ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. პაციენტები პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მკურნალობის ერთთვიან კურსს იტარებენ.