უცხოეთი
საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლევადა ცენტრმა“, აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსის შესახებ რუსეთის 46 რეგიონის 134 დასახლებულ პუნქტში 800 კაცს შორის 21-24 აგვისტოს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, პრაქტიკულად ყოველი მეორე (47%) აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის, კიდევ ერთი ნახევარი მათ რესპუბლიკებად მიიჩნევს. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად 10% და 9% მიიჩნევს. 21% თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილია, 20% კი აფხაზეთს მიიჩნევს რუსეთის ნაწილად.
„ლევადას ცენტრის“ მონაცემებითვე, 2004 წელს რუსეთში გამოკითხულთა 27% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი, 58% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.