უცხოეთი
პუტინმა კანონიერი მთავრობების განადგურების შედეგებზე ისაუბრა

1-puta-zar-3-anსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. კანონიერი მთავრობის განადგურებისკენ მიმართული ქმედება, შედეგად იწვევს იმას, რაც ამჟამად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბია ანდა ერაყი.

ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტი ჩარლი როუზისათვის მიცემულ ინტერვიუში, ტელეარხ CBS-ზე, უპასუხა რა კითხვას იმის შესახებ, სურს თუ არა მას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების გადარჩენა.

მისი თქმით, ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების ნგრევის შედეგად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოიშალა. "ჩვენ ვხედავთ, მსგავს სიტუაციას ერაყში", - დასძინა მან.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს  სირიის კრიზისიდან სხვა გამოსავალი, გარდა  ეფექტიანი სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათთვის დახმარების აღმოჩენისა.

მათ, ვისაც ხელისუფლებიდან ასადის წასვლის სურვილი აქვს, პუტინმა ურჩია, სირიელ ხალხს მიმართონ. მისი თქმით, მხოლოდ სირიელ ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა.