სამართალი
შემზარავი მკვლელობა ოზურგეთში

iaraghiწუხელ ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მამა-შვილი ირაკლი და თედორე ხურციძეები მოკლეს. დაჭრილია, ასევე, ოჯახის რძალი და ათი თვის ბავშვი. ისინი ოზურგეთის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი და ექიმების განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკვლელის ვინაობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, ოჯახს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. მიმდინარეობს გამოძიება.