უცხოეთი
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. სამშაბათს რუსეთის თვითმფრინავებმა კიდევ ერთი ავიადარტყმა განახორციელეს სირიაში.
რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის გენერალ ანდრეი კარტაპოლოვის თქმით, მიზნების კოორდინატები რუსეთის მხარეს სირიის ოპოზიციამ გადასცა, რომელიც რუს სამხედროებთან თანამშრომლობას დასთანხმდა.