უცხოეთი
საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ რუსეთის იზოლაციის საკუთარი მცდელობის მძევალი აღმოჩნდა, ამასთან, ვაშინგტონმა ვერ მოახერხა თავისი მიზნების რეზლიაცია. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა „კომსომოლსკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში.
„ისინი (აშშ) საკუთარი გააზრებული მოდელის მძევლად იქცნენ: ერთი მხრივ, რუსეთის ფსევდოიზოლაცია, რომლის რეალიზებაც ასე ძალიან უნდოდათ და რომელიც, სავსებით ნათელია, რომ მარცხით დასრულდა; მეორე მხრივ, მათ ცალმხრივად გაყინეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და არსობრივად ერთი არხი დატოვეს - ურთიერთქმედება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, - განაცხადა ზახაროვამ, რომლის თქმითაც, აშშ-ს ბევრი საკითხი დაუგროვდა რუსეთთან, რომლებიც გადასაჭრელია, თუმცა „არხები, რომელთა მეშვეობითაც ისინი უწინ იჭრებოდა, აღარ არსებობს“.
„შეუძლებელია გამოაცხადო იმ ქვეყნის იზოლაცია, რომელსაც თავად აღიარებ უდიდეს მოთამაშედ მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებში“, - აღნიშნა ზახაროვამ და იქვე დასძინა, რომ „სიტუაციის ჯანსაღად გააზრების“ საშუალებას აშშ-ს „შიდა ამბიციები“ არ აძლევს.