სამართალი
საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბერძნეთის მოქალაქეები, მამა-შვილი - ალეკო ჟ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მამუკა ჟ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ალეკო ჟ-ს პირადი ჩხრეკისას 0,00061 გრ ჰეროინი და 0,0050 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბის 4 ნატეხი, ხოლო მამუკა ჟ-ს კუთვნილი ველოსიპედის კორპუსიდან 0,6724 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 141 აბი და 23 ნატეხი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ჟ-მ ნარკოტიკი საბერძნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.