პუბლიკაციები
„ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური საიად ალ ბაჰაიდის თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“ – ლევან იზორია

1-levan-samart-3-analitსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამაესტროს” ეთერში ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლას” ერთ-ერთი საველე მეთაური საიად ალ ბაჰაიდი თბილისში იმყოფებოდა. ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს ინფორმაციების ინტენსიური გაცვლა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს უკავშირდება და მისი სახელი არც მათ სიებში მოიპოვება. მის შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა", - განაცხადა, კერძოდ, იზორიამ.

"ჩვენი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე ქალაქ ბელქანში, აზერბაიჯანში დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, რათა შემდეგ წასულიყო სირიაში და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ებრძოლა. ათეულობით ადამიანის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, მათ შორის, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ტრანზიტულად ცდილობდნენ საქართველოდან - თურქეთში და თურქეთიდან სირიაში გადასვლას. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ სიით (დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი), რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან. მათ შორის, საუბარია არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც", - განაცხადა, კერძოდ, ლევან იზორიამ.