სამართალი
304 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გაეცემა

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ხელისუფლებამ კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა – საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა კიდევ  304 დევნილ ოჯახს.

25 მილიონი ლარი იყო დევნილთა ბიუჯეტი 2012 წელს და გაისად იგი გახდება 85 მილიონი ლარი. ეს თანხა მოხმარდება ახალი სახლების მშენებლობას, დევნილთათვის ბინების შეძენას,  „სოფლის სახლის“ პროგრამას. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გააქტიურა პროექტი: „დევნილებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონება“, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ 10 თვეში 10 400 დევნილ ოჯახს დაუკანონებდა საცხოვრებელ ფართებს და ეს პირობა შესრულდა. დღეის მონაცემებით, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.