საზოგადოება
"მის აფხაზეთი" დღეს "ტრიუმფში" გამოვლინდება

afxazetiდღეს რეტროკლუბ ,,ტრიუმფში" ,,მის აფხაზეთი 2010”-ის ფინალი გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 16-დან 25 წლამდე გოგონები მიიღებენ. აფხაზეთიდან დევნილი გოგოები ერთი თვის წინათ სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და წელს ,,მის აფხაზეთის” ტიტულისთვის კონკურსში მონაწილეობას 16 გოგონა მიიღებს. გარდა ''მის აფხაზეთისა'', კონკურსზე გამოვლინდება ,,ვიცე მის აფხაზეთი”, ,,მის მეგობრობა”,,დარბაზის სიმპათია” და ა.შ.

გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ კონკურსის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო ,,ტოპ ბიუთი”, რომელიც, ორი წელია, უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას.