საზოგადოება
იანვრიდან ე. წ. შავი სიით კლიენტებს სადაზღვევო კომპანიებიც დაახარისხებენ

blacklistიანვრიდან ე. წ. შავი სიით კლიენტებს სადაზღვევო კომპანიებიც დაახარისხებენ. განსხვავება ერთია, უვარგის მომხმარებელს ისინი შავი სიის ნაცვლად "შავ ყუთში" ყრიან. "შავ ყუთში" მოხვედრის კანდიდატი ხართ, თუ ავტომობილი ორ სადაზღვევო კომპანიაში ერთდროულად გყავთ დაზღვეული და ზარალის ორმაგად ანაზღაურებას აპირებთ. "შავ ყუთში" მოხვდებით, თუკი ნორმაზე მეტ ავარიას ჩადიხართ და ძვირი ჯდებით. მზღვეველთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კლიენტთა ბაზის გაფილტვრით ზოგს პოლისი გაუიაფდება, ზოგზაც პირიქით - გაუძვირდება. მთავრობამ განსახილველად ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი მიიღო. სავალდებულო დაზღვევა წლიური 150 ლარის შემოღებას ითვალისწინებს.