აქტუალური
"არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებაზე „გაზპრომთან“ საუბარი არ არის“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სრულიად უსაფუძვლოა ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები. მე მგონია, რომ ეს საკითხი არის ამოწურული, იმიტომ, რომ არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. იყო საუბარი წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე და მე მგონია, რომ სრულიად უსაფუძვლოა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, მათ შორის კომპანია „სოკართან“ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა და არაფერი ამ სტრატეგიულ ურთიერთობას არ ემუქრება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.