საზოგადოება
„გიორგი გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია“ – მაკა ასათიანი (ვიდეო)

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. "შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ", - ეს განცხადება „მაესტროს“ 25%ის მფლობელმა მაკა ასათიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). მისივე თქმით, იგი ჯერ გუნდსა და იურისტებს შეხვდება და ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს შემდეგ გააკეთებს, გიორგი გაჩეჩილაძესთან შეხვედრას კი ნამდვილად აპირებს. "როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის არის ჩემი ოჯახის წევრი", - განაცხადა ასათიანმა.