უცხოეთი
იმან, რაზეც ყველა ქართველი ოცნებობს, 22 წლის ინგლისელი დაღუპა...

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. 22 წლის ბრიტანელმა ბენი ჯეიმსმა დაიჩივლა, რომ თავს მარტოსულად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში მისი სარეცელი 400 ქალმა გაიზიარა. ამის შესახებ LifeNews იტყობინება. ყველაფერი საკმაოდ სულელურად დაიწყო: ჯეიმსი ყოველდღე ასობით უხამს შეტყობინებას უგზავნიდა უცნობ ქალიშვილებს თვითერზე. თუმცა, მისი ვულგარული გამოთქმების მიუხედავად, ქალები მას თანხმობით პასუხობდნენ და უფრო მეტიც – გარკვეული ხნის შემდეგ თავად დაუწყეს გულახდილი ფოტოების გამოგზავნა.

 „ოჯახის შექმნა და მშვიდად ცხოვრება მინდა, მაგრამ იმდენად შევეჩვიე სხვადასხვა ქალთან წოლას, რომ მათ მიმართ ნამდვილ ინტერესს არ განვიცდი. წლის დასაწყისიდან 10–ზე ნაკლები ქალი მყავდა, ვცდილობ ტემპს დავუწიო, კვირაში ორზე მეტს არ შევხვდე, მაგრამ როცა ისინი ასე ბევრი არიან, აზრს ვერ ვხედავ ერთსა და იმავე ქალთან სარეცლის გაზიარებაში. თუნდაც რიანა იყოს, ჩემთვის მნიშვნელობა მაინც არ აქვს. სექსმა ცხოვრება დამინგრია“, – აცხადებს ჯეიმსი.