უცხოეთი
მედვედევმა რუსეთსა და ნატოს შორის ახალი ცივი ომის დაწყების კონსტატაცია მოახდინა

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის შეფასებით, რუსეთისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ახლანდელი ურთიერთობა ახალი ცივი ომის ფორმებს იღებს.

 "ჩვენ ცივი ომის დროში დავბრუნდით", - ციტირებს მედვედევს bbc.ru.

 მედმედევის თქმით, რუსეთს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ევროპას საფრთხეს უქმნის. "თითქმის ყოველდღე გვადანაშაულებენ, რომ ევროპას საფრთხეს ვუქმნით, გადაიღეს ფილმი, სადაც რუსეთი ბირთვულ ომს იწყებს. მე ხანდახან ვეკითხები თავს 2016 წელია თუ 1962", -განაცხადა მედვედევმა.

 მედვედევის მოსაზრებით, აუცილებელია ინტენსიური დიალოგი მხარეებს შორის, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად შეწყვეტილია.

 გასულ კვირას ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა რუსეთი ცივი ომის გაღვივებაში დაადანაშაულა. რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო დაიძაბა.