უცხოეთი
„Су-24“–ის ჩამოგდებით თურქეთმა ნატო დარტყმის ქვეშ დააყენა – პრემიერმა მედვედევმა საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსია დაადასტურა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „პირდაპირ ვიტყვი: რამე ამდაგვარი რომ მომხდარიყო, მაგალითად, საბჭოთა ხანაში, დიდი ალბათობით სერიოზული კონფლიქტი დაიწყებოდა. თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, რაიმე სერიოზული ომი არა, საპასუხო დარტყმა უთუოდ იქნებოდა მიყენებული“, – განაცხადა რფ–ის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალ Time-თვის მიცემულ ინტერვიუში.

 და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო აშკარა პროვოკაცია, როცა რუსული თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეშ ჩამოაგდეს, რუსეთმა სამხედრო თვალსაზრისით ამაზე არაფერი უპასუხა, რაც მედვედევის აზრით, „რუსეთის აბსოლუტურად მშვიდობისმოყვარე კურსის“ დემონსტრირებას ახდენს.

 რფ–ის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ რუსულ Су-24–ზე იერიშით „თურქეთმა დარტყმის ქვეშ საკუთარი თავი კი არა, მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დააყენა, და ეს დიდი უპასუხისმგებლობაა“.

 „ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის გამბედაობაზე, ზეგავლენა მოახდინოს ნატოს განსაკუთრებულად ურჩ წევრებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებთან კონფლიქტის პროვოცირებას ახდენენ. ეს ბოლოსდაბოლოს, დისციპლინის საკითხია ალიანსში. ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რით მთავრდება ასეთი რამ“, – აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ2015 წლის 1 დეკემბერს, პუბლიკაციაში “ერდოღანი–2015 ეს არის სააკაშვილი–2008 და პოროშენკო–2014”, საქინფორმის მთავარი რედაქტორი აფრთხილებდა: “2015 წლის 24 ნოემბერს რუსული „სუ–24“-ს ჩამოგდებით თურქეთის პრეზიდენტი იმავე მიზანს ისახავდა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი – 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ცხინვალში რუს მშვიდობისმყოფელებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, კონკრეტულად კი – რუსეთისა და ამერიკის შუბლით დაჯახებას. მაგრამ აშშ „არ ავარდა“ და ეს პროვოკაცია ჩავარდა. ერდოღანი მალე სააკაშვილის გზას დაადგება – მას სამშობლოდან სამარცხვინოდ გააძევებენ, თუკი ქართველებზე ნაკლებ გულკეთილმა თურქებმა იქვე არ ჩაქოლეს! იგივე მიზანი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც, როდესაც 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის თავზე ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის „ბოინგ–777“ ჩამოაგდო”.