სამართალი
იმერეთის რეგიონში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველმა მონიტორინგი განახორციელა

qutaisis-cixeიმერეთის რეგიონის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის პროცესში რეგიონში არსებულ სამივე დაწესებულებაში, კერძოდ: ქუთაისის № 2, გეგუთის № 14 და ხონის № 13 დაწესებულებებში ვიზიტები განხორციელდა. აღნიშნული მონიტორინგის მსვლელობისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები პატიმრებს, დაწესებულებების თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრნენ. ძირითადი აქცენტი პატიმრებთან მოპყრობაზე გაკეთდა. სამივე დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მათთან მოპყრობის მხრივ გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმერეთის რეგიონის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია საბოლოოდ გამოსწორდა.