უცხოეთი
უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბმა და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპეცოპერაციების სფეროში

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შტაბების თანამშრომლობის შესახებ სპეციალური ოპერაციების სფეროში. ამის შესახებ გენშტაბის ფეისბუქ–გვერდზეა ნათქვამი.

 „გაიმართა ნატოს დელეგაციის, რომელსაც ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი მარშალ უები ხელმძღვანელობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკოს ოფიციალური შეხვედრა. ჩვენი სტუმრების ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ფორმირების პროცესის გაცნობა და მათი განვითარების ხელშეწყობაა“, – ნათქვამია აღნიშნულ ცნობაში.