უცხოეთი
ერევანში ლგბტ თემის წარმომადგენლები სცემეს

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ერევნის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უცნობი პირებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, 3–4 კაცისგან შედგებოდა, თავს დაესხა 5 ლგბტ–აქტივისტს.

ღია წყაროების ინფორმაციით, სომხეთი 49 ქვეყნიდან 46–ე ადგილზეა ევროპაში ლგბტ–ს დაცვის დონით. სომეხი საზოგადოება ღიად გმობს ჰომოსექსუალიზმს, აღიქვამს რა მას სომხეთის კულტურისთვის უცხო მოვლენად. სომეხთა უმრავლესობისთვის ჰომოსექსუალობა ნაციონალური იდენტობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან ერთად, 2003 წელს სომხეთში გაუქმდა სისხლის სამართლებრივი დევნა ჰომოსექსუალიზმისთვის, ხოლო 2008 წელს სომხეთმა ხელი მოაწერა გაეროს დეკლარაციას სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის შესახებ.