უცხოეთი
გამოკითხვა: კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 2016 წელს „აშშ-ს მთავარი მტრების” სიაში რუსეთს გაუსწრო

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელებმა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას "აშშ-ს მთავარი მტერი” უწოდეს – აცხადებს Gallup International, რომელმაც შესაბამისი გამოკითხვა ჩაატარა მოსახლეობაში.

რუსეთმა სიაში მეორე ადგილი დაიკავა – შარშან “მტრების სიაში” რუსეთი ლიდერობდა.

ქვეყნები, სადაც ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ, ქვეყნის მთავარ საშიშროებად 5%-მა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რამდენჯერმე დაიმსახურა მსოფლიო თანამეგობრობის აღშფოთება, რომელიც მის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა.