უცხოეთი
პენტაგონი და ცსს, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის ზურგსუკან "გეგმა B"-ს ამზადებენ

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე დაემუქრება, ვაშინგტონი ალტერნატიული ვარიანტისთვის ემზადება.  როგორც  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, ვაშინგტონი პარტნიორებთან    ე.წ. "გეგმა B"-ს განიხილავს, -  იტყობინება Reuters-ი.

თუმცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ აზუსტებს, ვისთან ხდება ალტერნატიული გეგმის შეთანხმება. ასევე უცნობია სხვა დეტალები.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, ერთ-ერთ ვარიანტად სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის გაფართოება განიხილება, რაც როგორც შეიარაღებას, ასევე სადაზვერვო მონაცემების მიწოდებს ითვალისწინებს.