უცხოეთი
სანქციებისგან წააგო ევროკავშირმა, ხოლო აშშ–მა, რომელიც ევროკავშირს რუსეთის იზოლაციისკენ მოუწოდებდა, თავად კი რფ–თან სავაჭრო მიმოქცევას აფართოებდა, მოიგო

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირმა საკუთარი ხმის არარსებობისა და იდენტურობის დაკარგვის დემონსტრირება მოახდინა – ასეთი აზრი გამოთქვა აიფ.რუ–სთან ინტერვიუში რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელიც დასავლეთის სასანქციო პოლიტიკაზე საუბრობდა რუსეთის მიმართ.

 „უკეთესი შეხედულება მქონდა ევროპულ პოლიტიკაზე, მიმაჩნდა, რომ ის უფრო ძლიერი იყო. გასაგებია, რომ მასზე ზეწოლას ახდენდა აშშ, მაგრამ როცა ზეწოლას ახდენენ, არ უნდა მოიხარო“, – შენიშნა დიპლომატმა.

 „სანქციები შემოღებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი პოლიტიკური მოტივებით, რომელბსაც არავითარი ფაქტობრივი სარჩული არ უდევს“, – განაცხადა რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 „სანქციების პოლიტიკა, ჩვენი თვალსაზრისით, აბსოლუტურად არაეფექტიანი, ჩიხური მეთოდია, თუ საუბარი არაა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებებზე. ცალმხრივი სანქციები კი, რომლებიც პოლიტიკური ზეწოლის გამო წესდება, მეოცე საუკუნის გადმონაშთია. ევროპის რიგი ქვეყნები ზარალდებიან ამ სიტუაციის გამო, ეს მათ ეკონომიკურ ზრდას ანელებს“.