უცხოეთი
მარია ზახაროვა: „რუსეთი მხარს უჭერს არა ბაშარ ასადის რეჟიმს, არამედ მის ბრძოლას ტერორიზმთან“

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განმარტა ქვეყნის პოზიცია სირიასთან მიმართებაში. აიფ-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა, რომ საკუთარი ხელისუფლების შესახებ საკითხი სირიელმა ხალხმა გარედან ყოველგვარი ზეოწილის გარეშე უნდა გადაწყვიტოს.

 „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ბაშარ ასადის რეჟიმს, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ბრძოლას ტერორიზმთან, ისევე, როგორც მხარს ვუჭერთ ქურთებს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არ შეიძლება იარაღის მიწოდება უკანონო ფორმირებებისთვის დამასკოს გვერდის ავლით, რომ უაღრესად არასწორია რეჟიმის დამხობა გარედან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ აშშ-ს დამასკოსთვის არ დაერტყა“, - განაცხადა ზახაროვამ.