უცხოეთი
მედვედევმა ონიშჩენკო დასაჯა თბილისში აშშ-ის ბიოლაბორატორიის შესახებ გამონათქვამებისთვის, რომელსაც მან პენტაგონის ბიოლოგიური ბაზა უწოდა და ზიკას ციებ-ცხელების გავრცელებაში დაადანაშაულა

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა საყვედური გამოუცხადა თავის თანაშემწეს - საქართველოში კარგად ცნობილი ღვინის ემბარგოს ავტორს გენადი ონიშჩენკოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინოვნიკს საყვედური გამოეცხადა სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის - „საჯარო გამონათქვამების შესახებ“ მე-18 მუხლის მოთხოვნის დარღვებვასთან დაკავშიებით.

 ონიშჩენკომ თითქმის 10 წელი იმუშავა როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამ ხნის განმავლობაში იგი არაერთხელ გამოვიდა მედიაში რეკომენდაციებით ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ. თუმცა, თავის განცხადებებში არაერთგზის შეეხო პოლიტიკურ თემებსაც. მაგალითად,  15 თებერვალს ბი-ბი-სი-სთან საუბარში იგი შეეხო ზიკას ციებ-ცხელების ეპიდემიის თემასა და აშშ-ის სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობას. ონიშჩენკომ განაცხადა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე აფხაზეთში რუსმა ენტომოლოგებმა დაარეგისტრირეს კოღოს ქვესახეობა, რომელიც ზიკას ვირუსის გადამტანია.

მაღელვებს აფხაზეთის სანაპირო, სადაც დარეგისტრირებულია კოღო. ეს მაწუხებს იმიტომ, რომ სადღაც 100 კმ-ში ამ ადგილიდან, სადაც დღეს ეს კოღო ბინადრობს, ჩვენს საზღვრებთან ძალიან ახლოს მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების  არმიის მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, - განაცხადა მან. - და მე ვფიქრობ, თქვენც კი ვერ დაგარწმუნებთ ის მტკიცებები, რომ დღეს ამერიკის სამხედრო მიკრობიოლოგები ჰუმანიტარებად გარდაიქმნენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან ქართველი ბავშვები წითელას დაავადებისგან. ამისთვის როდი ააშენა პენტაგონმა სამხედრო ბიოლოგიური ბაზა“.

 მან განმარტა, რომ „ეს შეთავსება - ამერიკული ლაბორატორიის არსებობა და ამ კოღოს არსებობა“ მას აღელვებს „ეპიდპროცესის ბუნებრივ მიმდინარეობაში წინასწარ განზრახული ჩარევის თვალსაზრისით“. „მკვეთრად იმატებს ვარიანტი, რომ კოღოები, რომლებზეც ვლაპარაკობ, შესაძლოა კონტამინირებული იყვნენ წინასწარ განზრახვით“, - დასძინა ონიშჩენკომ.