უცხოეთი
ორმაგ ტერაქტს ერაყში 70 ადამიანი ემსხვერპლა

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ტერაქტს ერაყში 70 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავებულია. აფეთქება ბაღდადის შიიტურ რაიონში მდებარე ბაზრობაზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა კამიკაძემ მოაწყო. მომხდარი საკუთარ თავზე უკვე ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შიიტურ უბანს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ერაყელმა სამართალდამცველებმა ბაღდადის ცენტრში რამდენიმე ტერაქტი აღკვეთეს. მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ათზე მეტი წევრი.