უცხოეთი
სირიის ოპოზიციამ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ზავის დარღვევაში დაადანაშაულა

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. სირიის ოპოზიციის უმაღლესმა კომიტეტმა მოლაპარაკებების საკითხში, გაეროს გაუგზავნა წერილი, სადაც სირიის ჯარები და რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები სირიაში ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.

 „წუხილით გაცნობებთ, რომ რუსეთის, ირანის, სირიის რეჟიმის, უცხოური შეიარაღებული ფორმირებებისა და მათი მოკავშირე დაქირავებული მებრძოლების მიერ განხორციელებული მტრული ქმედებები სირიელი ხალხის მიმართ არ შეწყვეტილა,  27 თებერვლის ზავის ძალაში შესვლის მიუხედავად“, - ნათქვამია „ინტერფაქსში“ მიღებულ წერილში, რომელიც გაეროს გენმდივან ბენ კი მუნის სახელზე გაგზავნილი, სირიის ოპოზიციის უმაღლესი კომიტეტის ხელმძღვანელი რიად ჰიჯაბის ხელმოწერით.