უცხოეთი
არჩევნები ირანში: რეფორმატორების სრული გამარჯვება თეირანში

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ირანში 26 თებერვალს ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და მისმა მოკავშირე რეფორმატორებმა უმრავლესობა მოიპოვეს გავლენიან ექსპერტთა საბჭოში. ამ 88-წევრიან საბჭოს ევალება ირანის მომდევნო უზენაესი ლიდერის არჩევა. როჰანიმ და ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ზომიერი კურსის მომხრე აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ მოიპოვეს ადგილები საბჭოში კიდევ 50 მოკავშირესთან ერთად, რის შედეგადაც ადგილების 59% მიიღეს. საბჭოს ახალ შემოდგენლობაში ვერ მოხვდა მისი ამჟამინდელი თავმჯდომარე აიათოლა მოჰამად იაზდი. თუმცა, ადგილები შეინარჩუნა მკაცრი კურსის მომხრე რამდენიმე წევრმა. რეფორმატორებმა ასევე მიიღეს 290-ადგილიანი პარლამენტის ყველა ის მანდატი, რომელთა მფლობელებიც თეირანში იქნენ არჩეული. ირანის დანარჩენ რეგიონებში ხმები განაწილდა რეფორმატორებს, მკაცრი კურსის მომხრეებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის. ვარაუდობენ, რომ საჭირო გახდება არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარება 50-მდე მანდატის მფლობელების ვინაობის გასარკვევად.