უცხოეთი
აზერბაიჯანი მთლიანად უზრუნველჰყოფს საქართველოს გაზით მომარაგებას

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა.

 მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს დათანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 "მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიულიპარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არებობდა.  სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "სოკარს" გაუჩნდა დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა",- აღიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

 აღინიშნა, რომ დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“  შორის ხელშეკრულებათა პაკეტს,რომლის თანახმად,  საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.