უცხოეთი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პეკინი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის წვრთნებით

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტმა, რომელსაც ამ ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ფხენიანი მზადაა პრევენციული ბირთვული იერიში განახორციელოს აშშ-სა და სამხრეთ კორეაზე ამერიკა-სამხრეთკორეული წვრთნების დროს უსაფრთხოებისთვის შექმნილი მუქარის შემთხვევაში.

 „ჩრდილოეთ კორეამ მკვეთრად უპასუხა წვრთნებს. ჩინეთიც სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების გამო. ჩინეთი გეოგრაფიულად ძალიან ახლოსაა კორეის ნახევარკუნძულთან“, - განაცხადა ბრიფინგზე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუნ ლეიმ.