უცხოეთი
სტოლტენბერგი რუსეთის მიერ ნატოში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე საუბრობს

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. რუსეთი ნატო-ში განხეთქილების შესატანად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 "უკვე დიდი ხანია ჩვენ ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს, რომელიც მეზობლების დაშინების მიზნით და ჩრდილოატლანტიკური ალიანსში განხეთქილების შესატანად სხვადასხვა მეთოდს იყენებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 მისივე ცნობით, მოსკოვის ასეთი მცდელობები წარუმატებელია, რადგან ალიანსი ერთობლივ რეაგირებას ახდენს და საკუთარი სამხედრო პოლიტიკის ახალ რეალიებთან ადაპტირებას ახდენს. კერძოდ, სტოლტენბერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო პოტენციალი გააძლიერა, საკუთარი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გაზარდა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა კი, უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

 CNN-თან საუბარში სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის გამო და აღნიშნა, რომ მოსკოვმა სირიაში ავიაცია და სახმელეთო ძალები განალაგა, ასევე გააძლიერა სამხედრო ყოფნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

 სტოლტენბერგის ცნობით, საპასუხოდ ალიანმა თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ყოფნა გააძლიერა.