უცხოეთი
რუსმა სამხედროებმა სირიაში ბოევიკების მიერ დადგმული ბრძოლის გადაღებების შესახებ შეიტყვეს

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. შერიგების საქმეში რუსეთის ცენტრის მონაცემებით, ტერორისტებმა გადაიღეს „საბრძოლო შეტაკება“ ორ შეიარაღებულ ფორმირებას შორის, რათა ამ ვიდეოს საფუძველზე დაედანაშაულებინათ სირიის არმია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.

 დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების ცენტრის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კურალენკოს ცნობით, ჰამას პროვინციის დასახლებული პუნქტი ნარბ-ნაფსას რაიონში ტერორისტებმა ორ შეიარაღებულ ფორმირებას შორის დადგმული საბრძოლო შეტაკების გადაღებები მოაწყვეს.

 „მომხდარის რეალისტურობის მისაღწევად გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ბოთლები ასაფეთქებელი ნივთიერებებით და იმიტაციის სხვა საშუალებები. ე. წ. საბრძოლო შეტაკების ვიდეოგადაღების გამოყენება იგეგმება სირიის არმიის დასადანაშაულებლად საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში“, - განაცხადა კურალენკომ.