უცხოეთი
კიევმა აღიარა, რომ ქვეყანა მზად არ არის ნატოში შესასვლელად

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. უკრაინა აღიარებს, რომ მზად არაა ნატოში შესასვლელად მისი თავდაცვის სექტორის შეუსატყვისობის გამო ჩრდლოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან, – განაცხადა ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელმა ეგორ ბოჟოკმა რადიო სვობოდას ეთერში.

 „ახლა უკრაინა მზად არ არის ნატოს წევრობისთვის. ამიტომ ჩვენ ალიანსთან ერთობლივად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი ნატოს სტანდარტებთან შესატყვისობაში მოვიყვანოთ...“, – განაცხადა ეგორ ბოჟოკმა.